მთავარი

პროექტის პორტფოლიო

გარემოს დაბინძურება რას ნიშნავს?

გარემო ადამიანისთვის ყველაფერია. დაბინძურება ცუდ გავლენას ახდენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ ყურადღებით გაიხედავთ თქვენს გარემოს,დაინახავთ, რომ თქვენს გარშემო ყველაფერი დაბინძურებულია: წყალი, ჰაერი, ნიადაგი და ა.შ. გარემოს დაბინძურება მსოფლიოსთვის ასევე საქართველოსთვისაც ძალიან დიდი პროპლემაა.

დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა თუ ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა, თუმცა გაცილებით უფრო სერიოზულ ზიანს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც.
წყარო

დაბინძურება 3 ნაირია.

1. ჰაერის დაბუნძურება:2. წყლის დაბუნძურება3. ნიადაგის დაბუნძურება.

 ჰაერის დაბუნძურება

ფაბრიკა - ქარხნები, ელექტროსადგურები და ავდომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს.





წყარო


წყლის დაბუნძურება


მჟავური წვიმები ტბებსა და მდინარებს აბინძურებს, თუმცა წყლის დაბინძურების მიზეზი მხოლოდ ეს არაა. არსებობს ქალაქები, სადაც მდინარეში და ზღვაში დღესაც ჩადის ჩამდინარე ბინძური წყლები, ხოლო ქარხანა-ფაბრიკებიდან — მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები, რის შედეგადაც თევზები და წყლის მცენარეები იხოცება. სოფლის მეურნეობაში ხშირად წყარო


იყენებენ ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებს, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად შეიძლება მდინარეში ჩაირეცხოს. ზღვას ძლიერ აბინძურებს ტანკერებიდან და ნავთობის კოშკურებიდან ჩაღვრილი ნავთობი.




ნიადაგის დაბუნძურება

ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს. უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიოაქტიური ნარჩენები.ამგვარ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში წყარო


ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. მეცნიერებს აშფოთებთ ამგვარი დაბინძურების ხანგძლივი ზემოქმედება, რადგან რადიოაქტიური ნარჩენები ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს.


პროექტის პრეზინტაცია

No comments:

Post a Comment

მოგესალმებით ყველას მე ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტი  ნურლან დაშდამიროვი. მე ამ ბლოგში ავირჩიე  თემა გ...